საქართველოში ნახშირის თბოელექტროსადგური აშენდება _ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით ჩინეთის დელეგაციის წევრებთან თბოელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.
„ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც უკვე იქნა ხელშეკრულება გაფორმებული, ეს არის ნახშირის თბოელექტროსადგურის განხორციელება. ზაფხულში, აგვისტოს ბოლოსთვის უკვე უნდა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელდება.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ენერგეტიკისთვის, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ადგილობრივი რესურსით, ანუ ნახშირი, რომელიც მოიპოვება საქართველოში, მისი წვით შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გამომუშავება და ამით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავზოგოთ ბუნებრივი აირით”, – განაცხადა კახი კალაძემ.