მანჩესტერის ლორდ მერის რეზიდენციაში მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღნოისძიებაზე მონაწილე ნაკრებების კაპიტნების ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიო რაგბის რაგბის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ინგლისის ლეგენდარული 8 ნომერი ბილ ბომონდი, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გოსფერი და ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ინგლისისა და ბრიტანელი ლომების ვეტერანი ბურჯი, ჯეისონ ლეონარდი.
7 ივნისს საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს, მატჩი "ეი ჯეი ბელ სთედიუმზე" გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.
„მოუთმენლად ველით პირველ მატჩს, ეს ჩემთვის და ბიჭებისთვის დიდი გამოცდილება იქნება და ერთი სული გვაქ როდის ვეთამაშებით საქართველოს და გულის სიღრმეში გვჯერა, რომ თასს სახლში წავიღებთ.“ განაცხადა ლენი აპისაიმ ახალი ზელანდიის კაპიტანმა.
„რათქმაუნდა ჩვენთვის ეს განსაკუთრებული რამ არის, რადგან პირველად ვიღებთ ამ ტურნირში მონაწილეობას. ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ელიტაში ყოფნას ვიმსახურებთ. ჩვენი ბიჭებიც დააგროვებენ მსოფლიოს საუკეთესოებთან თამაშის გამოცდილებას, რაც მთლიანობაში ქართულ რაგბს წაადგება.“_ მოკრძალებული კომენტარი გააკეთა ქართველტა კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მომდევნო შეხვედრების განრიგი ასეთია:
11 ივნისი – უელსი – საქართველო, 18:45 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;
15 ივნისი – ირლანდია – საქართველო, 20:30 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;