ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე ბავშვობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე ოჯახთან ერთად ისვენებდა.
"მთელი ბავშვობა აქ აქვს გატარებული. ძალიან თბილი ბავშვი იყო. სულ მღეროდა." – იხსენებს კურორტ გომისმთის მემატიანე დათო სადრაძე.
მისივე თქმით, ნინო ქათამაძე აპირებს, რომ კურორტზე სახლი აიშენოს.
"რამდენიმე ხნის წინ იყო ჩემთან მოსული და აპირებს კურორტზე ასვლას. ასევე უნდა სახლი ააშენოს. ძალიან უყვარს ეს ადგილი." – თქვა დათო სადრაძემ.