ცოტა ხნის წინ ტიბეტის სულიერი ლიდერი, 80 წლის დალაი ლამა ავსტრალიაში იმყოფებოდა.
"მწვანე კონტინენტზე" სტუმრობისას მან ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიის კულინარიულ შოუ "მასტერ ჩიფში" მიიღო მონაწილეობა როგორც მიწვეულმა სტუმარმა.
ავსტრალიაში ვიზიტად მყოფი დალაი ლამა გადაცემის პროდიუსერებმა შოუში მონაწილეთა შესაფასებლად მიიწვიეს.
საპატიო სტუმარმა გადაცემის განმავლობაში მზარეულების მიერ მომზადებული სხვადასხვა კერძი დააგემოვნა, თუმცა, გამარჯვებულის გამოცხადებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მისი მხრიდან ულამაზო იქნებოდა დასკვნების გამოტანა და კერძებს შორის საუკეთესოს გამოვლენა. ეს მისი საქმე არ არის, რადგან ამით შეურაცხყოფას მიაყენებს შოუს მონაწილეებს.