BBC-იმ გასულ წელს თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში ზოოპარკს ახალი ცხოველები შეემატა.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, გასულ წელს სტიქიის შედეგად თბილისის ზოოპარკში მობინადრე ცხოველების ნახევარზე მეტი განადგურდა, მათ შორის ბაბუინებიც, რომლებიც წელს საჩუქრად გადმოსცეს ზოოპარკს.
BBC-ის სიუჟეტში ბეგიც მოხვდა, ჰიპოპოტამი, რომელმაც სხვა მტაცებელ ცხოველებთან ერთად ზოოპარკიდან გაიქცა და უკან ტრანკვილიზატორის მეშვეობით დააბრუნეს.
რეპორტიორის თქმით, გასულ წელს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია წყლით და დამხრჩვალი ცხოველებით იყო სავსე.
რეპორტიორმა ასევე აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კადრი იყო დათვი კონდიციონერზე.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაგეგმილია, რომ ზოოპარკი უსაფრთხო და გაცილებით ფართო ტერიტორიაზე გადაიტანონ, თუმცა გეგმის განხორციელებას დრო სჭირდება.
BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ხილვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ.