"ერთი 1 ოქტომბრის არჩევნები მოიგეთ და მეორე ეს. კიდევ უფრო ტრაგიკულ მაგალითს, როცა "გამარჯვება“"ძალით გვაზეიმეთ, არ დავასახელებ."-ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაცმოძრაობის" ლიდერების მიერ გავრცელებულ კომენტარებს ვანო მერაბიშვილის სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე.
"ფარცხალაძის ეპიზოდი კი გამოიძიოს პროკურატურამ, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, პირიქით. გადაწყვეტილება წარსულის შესახებ ან კიდევ წარსული წინასწარი და კანონიერი პატიმრობის შესახებ, ესაა დღევანდელი გადაწყვეტილება. აწმყოში კი სახეზეა მსჯავრდებული, რომელიც იხდის სასჯელს." – წერს თეა წულუკიანი.