ბრიუსელს რამადანის თვეში ტერაქტი ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას DAILY MAIL ავრცელებს.
ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერაქტის განხორციელება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე სკოლებსა და საავადმყოფოებშია მოსალოდნელი.
როგორც ცნობილია, რამადანი მუსლიმთა მარხვის თვეა და 6 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გრძელდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" გასულ თვეს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნებს, მათ შორის ბელგიას ტერაქტით ემუქრება.
ბელგიაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
ამავე თემაზე
ტერორისტები ევროპაში ტერაქტს გეგმავენ
ტერაქტში ეჭვმიტანილი ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა
უსაფრთხოების მიზნით საფეხბურთო მატჩი გაუქმდა
რას აცხადებენ ტერაქტების ექსპერტები ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ
მეტროს სადგურზე აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა