"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სტატუსს ავრცელებს.
"სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაასვა ივანიშვილ- წულუკინის "სამართალს". დადასტურდა, რომ ასანიძის შემდეგ პირველად საქართველოს ხელისუფლებას ყავს პოლიტპატიმრები. იგივე გადაწყვეტილებები იქნება ბაჩოს და ყველა სხვა პოლიტპატიმრის და უცხოეთში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანის მიმართ. ევროსაბჭომ ასეთი ბეჭედი დაასვა იანუკოვიჩის რეჟიმსაც. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პოლიტიკური პროცესის ახალი საფეხური გახდება ივანიშვილის პრო-რუსული მთავრობის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად."-წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქში.