საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პატივი ვერ სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს".
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"მარგველაშვილმა ვერ გაუწია სამსახური და ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ მარგველაშვილზე გაჩნდება პოზიცია ნებისმიერი სხვა ქმედების, სჯობს მერე წამოვწიოთ. ახალა არ გავშალოთ ეს თემა. ეს კაცი გადაჭარბებით 10 მილიონს საზოგადოების ფულს ხარჯავს. თუმცა, ანგარიში გავუწიოთ კვირიკაშვილს და მის პოზიციას", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა და უკვე დასრულებულია.