"ო, როგორი კახპების ზეიმს ვესწრებით!"_ ასე ეხმაურება რეჟისორი რობერტ სტურუა ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
"ვინც საქართველო ოდესის "პოგრომად" აქცია, იმას ვენაცვალე მე. იქნებ დავხუროთ ჩვენი ცაფირუზხელეთზურმუხტოვანი და გაბოროტებულ მეტისებს სისხლის ღვრა ვაცალოთ. ო, როგორი კახპების ზეიმს ვესწრებით! ვითომ ინტელეკტუალების, ვითომ განათლებულების და ჭკუით და ვნებით მდიდრების, ვითომ "თამარ"-დედაკაცების ფესტივალს! დავხუროთ საქართველო და ვირჯინიის შტატის ფსიქიატრიულში გადავსახლდეთ! ვერც მივხვდით, ვერც შევამჩნიეთ, ამ ნაძირალებმა ჭკუიდან როგორ გადაგვიყვანეს. ო, იანკი, ო, იანკი დუდლ, შენც ღატაკ ქართველების მაყუთით არსებობ? ნუთუ?!"_ წერს რეჟისორი რობერტ სტურია სოციალურ ქსელში.