ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომლის თანახმადად ცნობილი გახდა, სად შეეძლებათ პოლიტიკურ პარტიებს ბანერებისა და პლაკატების გაკვრა. საკრებულოს დეპუტატამა გოჩა ძიმისტარაშვილმა განაცხადა, რომ ამ ჩამონათვალში არ არის გაკეთებული ჩანაწერი, რომ პლაკატების გაკვრა არ შეიძლება მწვანე ნარგავებზე.
საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ყველაფერი გარკვევით წერია, თუ სად შეიძლება გაკვრა და თუ არ წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადგილზე არ შეიძლება გაკვრა. დეპუტატის ლევან მგელაძის თქმით ჩამონათვალში არის სპორტის სასახლე, სადაც არ შეიძლება პოლიტიკური პლაკატების გაკვრა, რადგან იქ საარჩევნო უბანია.
საკრებულომ შენიშვნა მიიღო და პლაკატები გაიკვრება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრობოძებზე.