ევრო 2016-ზე მარსელში რუსეთისა და ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ რუსეთის ნაკრების 20-ზე მეტი მხარდამჭერი საფრანგეთიდან გააძევეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მხარდამჭერები მარსელიდან ლილეში გამგზავრების დროს დააკავეს, როდესაც ისინი ლილეში რუსეთისა და სლოვაკეთის ნაკრებების თამაშზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა.
ამავე თემზე:
იტალიის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს
უეფამ რუსეთის ნაკრებს ჯარიმა დააკისრა
გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში 150 პირს ედება ბრალი