დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე აკრძალვების დაწესება იგეგმება,
დეპუტატმა გუგული მაღრაძემ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებია.
ცვლილებებით საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ასევე, შესაძლოა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.
თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც შევიდეს და შეზღუდვები მის გამოყენებაზეც გავრცელდეს.
"აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ან მოახერხონ და ცალკე მოსაწევი ადგილები გამოყონ ან მოწევა მთლიანად აკრძალონ", – აცხადებს გუგული მაღრაძე.