ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა.
"ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი", – განაცხადა ნინო კუზანოვამ.
პარტიის დატოვების შესახებ ნინო კუზანოვამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას, პირდაპირ ეთერში განაცხადა.