სამართალდამცავებმა ბრიუსელში სავაჭრო ცენტრში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერების პოვნა ვერ შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის, ჩარლზ მიშელის განცხადებით, შექმნილი ვითარება კონტროლირებადია.
"ამ ეტაპზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,"_ განაცხადა მიშელმა.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად სავაჭრო ცენტრის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს დაგეგმილი აფეთქების შესახებ თვითონ აცნობა, თუმცა პოლიციელებმა მას ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოუჩინეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელი აფეთქების გამო სავაჭრო ცენტრი დაიკეტა, სამართალდამცავებმა ასევე მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს.
როგორც ცნობილია, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების გამნაღმველი ჯგუფია მობილიზებული.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში, მარტში მომხდარ ტერაქტს 132 ადამიანი ემსხვერპლა.