"ისლამური სახელმწიფო" ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ბაზებს ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს საჰაერო ძალების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს მათ თავს დაესხან.
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გარდა, 21 ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა კერძო პირებსაც ემუქრება.