იაპონიამ ბალისტიკური რაკეტის საწინააღმდეგო სისტემა მზადყოფნაში მოიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
იაპონიის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა შუალედური დამიზნების ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აპირებს, რასაც იაპონიის შეიარაღებული ძალები ჩამოაგდებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ აღნიშნული რაკეტის გამოცდა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, მარტში, ჩრდილოეთ კორეას, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, სანქციები გაუმკაცრა.
ამავე თემაზე:
ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროექტებს დაუშვებლად მიიჩნევენ
ჩრილოეთ კორეა ბირთვული რაკეტების ახალ გამოცდას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას აპირებს
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკურ რაკეტებზე ქობინები დაამონტაჟა