"ქართული ოცნება" საშუალოდ 95 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში, _ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რამდენი დეპუტატის შეყვანას აპირებს პარლამენტში ნაცმოძრაობა? – ამ კითხვით "გურია ნიუსმა" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეს სალომე სამადაშვილს მიმართა. სამადაშვილის თქმით, პარლამენტში დეპუტატის შეყვანას ხალხი გადაწყვეტს და არა ოლიგარქი.
"მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი გადაწყვეტს რამდენი დეპუტატი შევა პარლამენტში, რომელი პარტიიდან და არა ოლიგარქი", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში დღეს იმყოფებოდა. ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის, დავით მჟავანაძის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.