"მე შემიძლია სანაძლეო ჩამოვიდე 94 მილიონზე, რომ ეს არ იქნება ასე", _ ასე უპასუხა "გურია ნიუსს" კითხვას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალმა სახემ, რომან გოცირიძემ.
კითხვა ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან მედიის წარმომადგენლებთან თქვა.
"ქართული ოცნება" საშუალოდ 95 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში, _თქვა ივანიშვილმა.
"თუ ასე მოხდა, როგორც ის ამბობს მე მას ვაძლევ მთელ ჩემს ქონებას და თუ მე გავიმარჯვე მან მომცეს 94 მილიონი", _ გვითხრა რომან გოცირიძემ.