"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების ლიდერები გუშინ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. როგორც სააკაშვილის წერს შეხვედრაზე " 8 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მზადება განიხილეს":
"დღესვე ცნობილი გახდა ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის წინასწარი შედეგები, სადაც ნაციონალური მოძრაობა საგრძნობი უპირატესობით ლიდერულ პოზიციებზეა, ხოლო ქართულ ოცნებასთან ერთად ყველა სხვა პარტიის რეიტინგები შემცირებულია, მათ შორის ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილ პარტიებს საერთოდ პულსი არ ესინჯებათ. ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა, რომ ჩვენი ადგილობრივი ლიდერები კარგ ფორმაში არიან და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან."_წერს სააკაშვილი.