რამდენიმე დღის წინ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, „ბოკა ხუნიორსის“ 32 წლის თავდამსხმელი კარლოს ტევესი სერიოზულ შარში გაეხვია.
თანამემამულე პაპარაცებმა სამაგალითო მეოჯახე კარლოსი უცნობ ქალბატონთან დააფიქსირეს.
გასულ კვირას იგი ვინმე მარიანა პაესანთან გამოიჭირეს. ტევესმა გოგონა სასტუმროს ნომერში აიყვანა და იქაურობა ორი საათის შემდეგ დატოვა. მავანმა ჟურნალისტმა მარიანა იცნო, ფეხბურთელმა კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხა, მარიანამ კი საინტერესო რამ თქვა.
"მე ჯანმრთელი კაცები მიყვარს და მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის იქნება. მაგალითად, როცა საქმე ფეხბურთელთან გაქვს, ზუსტად იცი, რომ ის მინიმუმ 90 წუთის განმავლობაში არ დაიღლება", – განაცხადა ქალმა