სტამბოლის აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილები რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS თურქეთის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სამედიცინო გუნდი მათ იდენტიფიცირებას ცდილობს", _აცხადებს ერთ-ერთი ოფიციალური პირი.
როგორც ცნობილია, სტამბოლის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე თემაზე:
„აფეთქება ნებისმიერ აეროპორტში შესაძლებელია მომხდარიყო“- ერდოღანი