საგამოცდო ცენტრის ოზურგეთის ადმინისტრატორის, ლევან მჟავანაძის თქმით, ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში აბიტურიენტების რეგისტრაცია დილის 8 საათზე, ხოლო გამოცდა დილის 9 საათზე დაიწყება.
"წელს დარეგისტრირებული არის 648 აბიტურიენტი. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავისი ცოდნა გამოავლინონ", _ გვითხრა ლევან მჟავანაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.