თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული საგამოცდო ცენტრი პირველმა აბიტურიენტებმა დატოვეს. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ ელექტრონული სისტემის შემოტანამ მათ გამოცდის ჩაბარება გაუადვილა.
როგორც აბიტურიენტმა ვალერი ხუროშვილმა განაცხადა, მან ყველა საკითხი დაწერა.
_ტექსტი ელექტრონულად იყო, ამიტომ უფრო გამიადვილდა დაწერა, _ ამბობს ხუროშვილი.
მისივე თქმით, გამოცდაზე თემა "ვეფხისტყაოსნიდან" იყო.
ამ დროისთვის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე საგამოცდო პროცესი დაახლოებით 5-მა აბიტურიენტმა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს და ის 9 საათზე დაიწყო. გამოცდა 4 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.