საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აბიტურიენტებს მიმარტთავს. როგორც მინისტრის "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.
"ყველა აბიტურიენტს წარმატებას და მალე, სტუდენტობას გისურვებთ. მთავარია, არ ინერვიულოთ და დადებითი განწყობით მიხვიდეთ გამოცდაზე.
ყველა საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი, რომ მაქსიმალურად კარგად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა.
გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ. თქვენს შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, როგორც სტუდენტებს, მალე შეგხვდებით.
აბა, თქვენ იცით!" _ წერს ჯეჯელავა "ფეისბუკის" გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრი დღეს, მუხიანში მდებარე საგამოცდო ცენტრში მივიდა, თუმცა მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.