ქართველ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარი გადაეცა.
ნინო სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით "GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება", საუკეთესო მეცო სოპრანოს ნომინაციაში გაიმარჯვა.
"მიხარია ეს საოპერო ოსკარი, პირველი საოპერო ოსკარი ქართული საოპერო ვოკალური სკოლისთვის. მე მას ვუძღვნი თითოეულ ქართველს. და ჩემს უსაყვარლეს და დიდ პედაგოგს გულიკო კარიაულს და დედას, ნუნუკას. წარმატებები მსურს ვუსურვო ყველა ჩვენს უნიჭიერეს ქართველს საქართველოში თუ საზღვარგარეთ!"_ წერს მომღერალი საკუთარ „ფესიბუკის“ გვერდზე.
დაჯილდოების ცერემონია იტალიაში გუშინ გაიმართა და მას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ლეგენდარული ბალერინა კარლა ფრაჩი. საღამო ცნობილ ესპანელ მსახიობსა და ტელევარსკვლავს მიჰყავდა.