გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო რამდენიმე დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, "1–4 ივლისს საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება".
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა".