https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაბინძურებული ჰაერი კლავს _ შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები

11:07; 2.07.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი და მანგანუმის ძველი მაღაროები – საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტები საქართველოში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მონაცემებზე საუბრობენ. CENN – ის წარმომადგენელების განცხადებით, ამას ემატება ქვეყანაში შეშის მოხმარების ზრდა, რეგიონის მოსახლეობასა და სკოლებში, რაც შენობებს შიგნით ჰაერის დაბინძურების და დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში ჰაერის დაბინძურების მხრივ მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზეა საუბარი, მოყვანილია ცხრილიც, რომლის თანახმადაც, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოშია დაფიქსირებული, მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთი.

კვლევის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით, მსოფლიოში 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტების პროგნოზით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.

საინფორმაციო პორტალ „vox.com” – თან საუბარში ექსპერტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალ ხარისხს სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობა განაპირობებს. ის ასევე ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ კერად მანგანუმის ძველ საბადოებს ასახელებს.

CENN – ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია „პოლიტკომერსანტთან” საუბარში განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები საქართველოდან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში ჰაერის მონიტორინგის ეფექტური სისტემა არ არსებობს, ზუსტ მონაცემებზე საუბარი შეუძლებელია.

„ეს ანგარიში ეფუძნება „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” კვლევებს, ამ უკანასკნელმა 2012 წელს ქვეყნებს მოსთხოვა დამატებითი მონაცემები. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარების შემოწმების გარდა, ქვეყნებს უნდა მოეხდინათ გამოკვლევა, როგორია ჰაერის ხარისხი შენობებს შიგნით. ამ კუთხითაც ჩვენთან არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. სოფლის მოსახლეობის თითქმის 90% მოიხმარს მყარ საწვავს, შეშის სახით და არაეფექტურ ღუმელებს. სოფლებში სკოლების გასათბობად დღემდე შეშას იყენებენ, იგივე რესურსს იყენებს მოსახლეობა საკვების მოსამზადებლადაც.

მართალია გაზიფიცირებული რეგიონების რიცხვი იზრდება, მაგრამ ამას შეშის მომხმარებელთა რიცხვის კლება არ გამოუწვევია, ჩვენ სპეციალური კვლევა გვქონდა ამაზე. შეშა ქვეყანაში რჩება ერთ-ერთ იაფ რესურსად, რადგან მისი უკანონოდ მოპოვების კონტროლი ვერ ხორციელდება. შეშის მოხმარება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის შედეგები საქართველოსთან მიმართებაში საგანგაშოა. მეორე მიზეზია ავტოპარკის ძალიან ცუდი მდგომარეობა”,- ამბობს ნანა ჯანაშია.

მისივე განმარტებით, საქართველოში ხდება ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვები, რასაც ერთჯერადი ხასიათი აქვს. ამიტომ ზოგადი სურათი მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება დაიხატოს.

„ჩვენ ერთი წლის წინ გავაკეთეთ ინდიკატორული გაზომვები თბილისში, მაგრამ ეს იყო ერთჯერადი. მედიის მხრიდან რა თქმა უნდა მოხდა მაშინ ამ თემის ატაცება, მაგრამ ერთჯერადი გაზომვით ვერ იტყვი ჰაერის ხარისხი როგორია. მაგალითად სიცხეში გმირთა მოედანზე ჰაერი რომ გავზომოთ შეიძლება იყოს ძალიან ცუდი მდგომარეობა, მაგრამ თებერვალში, იგივე ადგილზე იქნება ძალიან კარგი მონაცემები.

ჰაერის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი არ ხდება, მონიტორინგი სახელმწიფოს მიერ არ მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ლოგიკური დასკვნების საფუძველზე ვისაუბროთ და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტომობილები დავასახელოთ. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა ვიცით ავტოპარკის მდგომარეობა როგორიცაა თბილისში, შეიძლება ვთქვათ რომ ჰაერის დაბინძურების კუთხითაც არის ცუდი მდგომარეობა.

ძალიან მავნეა გოგირდის გამონაბოლქვი, რომელიც აქვს დიზელის საწვავიან მანქანებს. ევროპაში მიმდინარეობს ძალიან დიდი კამპანია, რომ ასეთ ავტომობილებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური ფილტრები, ჩვენთან რა თქმა უნდა ასეთი რამ არ არსებობს. გაუმართავი ტრანსპორტის გამო, თბილისი არის ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრში, თუმცა დედაქალაქს შველის ის, რომ განლაგებულია მდინარის ხეობაში, ქარიანია და ჰაერი ხშირად იწმინდება”, – განმარტავს ნანა ჯანაშია.

რაც შეეხება მანგანუმის საბადოებს, CENN – ის ხელმძღვანელის თქმით, ეს პრობლემა საკმაოდ მძლავრად დგას ჭიათურის რეგიონში, თუმცა მას ლოკალური ხასიათი აქვს.

„რა თქმა უნდა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა მანგანუმის საბადოები ჭიათურაში. იქ მადანის მოპოვება ხდება აბსოლუტურად მოძველებული ტექნიკით, ამაზეც სპეციალური კვლევა გვაქვს ჩატარებული. ადრე იყო მაღაროები, დღეს კი რადგანაც წიაღის შესახებ კაიონი არის ძალიან მოძველებული და თითქმის უფუნქციო, კონტროლი ვერ ხორციელდება. ჭიათურა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ეს არის უფრო ლოკალური პრობლემა”, – ამბობს გარემოს დამცველი.

ნანა ჯანაშიას აზრით, სახელმწიფო უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

„კარგია, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მოგვეთხოვება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, საერთაშორისო კონვენციებთან კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ამ მხრივ მუშაობა დაწყებულია, მაგრამ მარტო კანონმდებლობის შეცვლა საკმარისი არ არის. ამასთან ერთად აუცილებელია აღსრულების მექანიზმების დახვეწა.

10 წლის ვადა გვაქვს და ამ პერიოდში თუ გვსურს დავუახლოვდეთ ევროპას, ეს რეკომენდაციები უნდა განვახორციელოთ.
რაც შეეხება ტრანსპორტს, უნდა ამოქმედდეს ტექნიკური დათვალიერება და ეს არა მარტო ატმოსფერული ჰაერისთვის იქნება კარგი, არამედ ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისთვისაც. ქვეყანაში ავტომანქანებისა და ტაქსების დიდი ნაწილი არის საშინელ მდგომარეობაში. ტექნიკური დათვალიერების აღდგენაზე საუბრები სულ არის, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება აქამდე ვერ მოხერხდა, მესმის მტკივნეული პროცესია და ეს ბევრი მანქანის გაჩერებას გამოიწვევს, მაგრამ ეტაპობრივად უნდა აღდგეს ეს მექანიზმი”
, – აცხადებს ნანა ჯანაშია.

რაც შეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიციას, უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის შემოწმება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული ინდიკატორების გამოყენებით ხდება. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ეკატერინე გრიგალავას თქმით, მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევა, 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა და ქვეყანაში მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„ის, რომ არ ხდება ჰაერის დაბინძურების გაზომვები, სიმართლეს არ შეესაბამება. ჰაერის ხარისხის შემოწმება 3 მეთოდით ხდება, მათ შორის, ინდიკატორული გაზომვებით, რომელიც შარშან დაიწყო საქართველოს 10 ქალაქში, წელს მას კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა. 2016 წელს ჰაერის ხარისხის გაზომვის 3 ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს მე-4-ე ეტაპი. ეს გაზომვები ხდება როგორც ავტომატური სადგურების, ასევე ჯიხურების საშუალებით, რომელიც ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქშია განთავსებული”, – განაცხადა ეკატერინე გრიგალავამ.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

09:30; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27 დეკემბერი, 2025

კობა სუბელიანი: "თქვენ შეგჭამოთ მგელმა"

ლევან კობიაშვილი ოზურგეთის ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს შეხვდა

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით “მარიხუანა” ამოიღო-დაკავებულია 1 პირი

10:17; 28.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

10:14; 28.12.2025
მსოფლიო

უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

9:56; 28.12.2025
მსოფლიო

“15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

9:43; 28.12.2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

9:30; 28.12.2025
ზაფრანი

“პოლიტიკური გამარჯვება”

9:22; 28.12.2025
ზაფრანი

„უიღბლო ინტერვიუ“

9:18; 28.12.2025
ზაფრანი

“მატარებელში მიამბო ერთმა მწერალმა” – რას იხსენებს რეზო მიშველაძე

9:14; 28.12.2025
სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27.12.2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო