“მე საერთოდ არ მჯერა, რომ ეს ის ჩატაევია. ეს “რუსთავი2“-ის მიერაა ტირაჟირებული. ეს არის პიარ-კამპანიის ნაწილი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ძალების შეკვეთით, ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება ახორციელებს.
თუკი ვინმე ეცდება სტამბოლის ტერაქტებში საქართველოსა და “ქართული ოცნების“ ჩართვას, მომეცით საშუალება და იმდენ რამეს მოგიყვებით “ნაციონალური მოძრაობის“ პიონერობით ჩადენილ დანაშაულებზე, ამაზე სასაუბროდ დრო არ გეყოფათ“, _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ამ განცხადებას, რომელიც მან სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში, საქართველოს ხელისუფლების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ახმეტ ჩატაევის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით გააკეთა, საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანი ეხმაურება:
_ ამას დაჯერება არ უნდა, ბესელია სასამართლოს აბრალებს, სასამართლო წულუკიანს , წულუკიანი კბილაშვილს – თოფმა მგელი, მეგლმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა და თქვენ შეგჭამოთ მგელმა.
ივანიშვილი რომ იტყვის მე რა შუაში ვარ თქვენ აგვირჩიეთო, ეეე, ის იქნება ამბავი _ წერს სუბელიანი ფეისბუქზე.