რამდენიმე საათის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგერდზე განცხადება დაიდო, რომ კლუბმა 34 წლის თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ოფიციალური კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ხელშეკრულების ვადისა და მოთამაშის ანაზღაურების შესახებ კლუბი განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
ვებ-გვერდს საკუთარი მოსაზრება ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გაუზიარა:
"მანჩესტერულ გუნდში გადასვლით ბედნიერი გახლავართ. ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი იწყება. პრემიერ-ლიგის მომავალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი. ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ყოველთვის მხიბლავდა. ამ სპეციალისტთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ მომიწევს. საკუთარი სპორტული კარიერით კმაყოფილი ვარ. ვთვლი რომ ინგლისში ახალ დასამახსოვრებელ წარმატებებს მივაღწევ". – განაცხადა შვედმა თავდამსხმელმა.
Eurosport.com