კოკისპირული წვიმის გამო, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილია. მანქანები ვერ ახერხებენ მოძრაობას და მათ უკან აბრუნებენ, გვირაბში წყალი ჩამოდის, გზებზე ხეებია წაქცეული.
მძიმე მდგომარეობაა ლანჩხუთში. გამგეობის ზედამხედველობის უფროსის თენგიზ ხელაძის თქმით, ყველაზე რთული ვითარებაა სოფლებში _ აკეთსა და აცანაში, მამათში წაღებულია გზა, ბევრ სოფელში _ მილხიდები, სოფელ ნიგვზიანში წყალი მოსახლეობის ეზოებში შევარდა და სახლის პირველი სართულები დატბორა, დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველები.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის ხელისუფლება.