ვინც ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს, უნდა იქნენ გამოძიებულნი და დასჯილნი," – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, გადაწყვტილებაში წერია, რომ მერაბიშვილის უფლებები სახელმწიფომ დაარღვია, მაგრამ მისი პატიმრობაში ყოფნა არის თუ არა პოლიტიკური განზრახულობა, ეს სტრასბურგს არ უწერია.
"ნებისმიერ ბრალდებულ ადამიანს აქვს თავისი უფლებები და ის უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, განსაკუთრებით როდესაც ეს ადამიანი დაპატიმრებულია, როგორც იცავს ნებისმიერი კანონმორჩილი ადამიანის უფლებებს. ვანო მერაბიშვილის ბრალდებულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული, მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია.
"ის ადამიანები, ვინც შელახეს მერაბიშვილის უფლებები და ვინც ამის კვალობაზე საქართველოს ინტერესები შელახა, ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, უნდა იქნენ დასჯილნი. უნდა ჩატარდეს გამოძიება, რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში და უნდა ჩატარდეს გამოძიება, რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება," – განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება იმას, როგორია პრეზიდენტის მოლოდინი, იქნება თუ არა ეს საქმე გამოძიებული, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. რომ "ადრე თუ გვიან იქნება გამოძიებული".