"საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ერთიანი ძალისხმევით დაძლევის მოწოდება ბოლშევიზმი არაა. მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასვლას თუ ეიფორიული განცდა მოსდევს არ უნდა გაგვიკვირდეს არავის, მაგრამ ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო იმ ხელისუფლების, რომლის წევრიც სულ რამდენიმე საათია რაც აღარ ხარ.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ეს ადამიანური ეთიკის საკითხია და ამის გააზრება არაა რთული ამბავი", _ ასე გამოეხმაურა ფეისბუქში საპარლამენტო ურმავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელიც ახალ მინისტრს ეხებოდა.
კვაჭანტირაძეს ეს სტატუსი უპასუხოდ არ დაუტოვებია ხიდაშელს და უმრავლესობის ლიდერს მოუწოდა, "პოლიტიკურ კულტურაზე თავი არ გამოიდონ":
"ჩემო საყვარელო ზვიად, პოლიტკური უკულტურობა ის იყო შენი თანაპარტიელები მინისტერიალზე მყოფ თავდაცვის მიმისტრს შეურაცყოფას რომ აყენებდნენ. გამოწვევების ერთიანად დაძლევა კი ერთიანობას ნიშნავს და არა ეთპარტიულობას. ასეა ეს და მაინცდამაინც პოლიტიკურ კულტურაზე თავს ნუ გამოიდებთ, თორემ, მეჭიაურის ხატის მფარველობა აღარ გეყოფათ", _ აღნიშნა ხიდაშელმა, რაზეც კვაჭანტირაძემ უპასუხა:
"ჩემო საყვარელო თინიკო, კარგია რომ სწორად გამიგე. ერთი დღე მაინც უნდა მოგეცადა, მე ასე ვფიქრობ, თორემ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დიდი ხანია 1 აგვისტოს ელოდებოდი" _ წერს კვაჭანტირაძე.