საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელისა და პარლემნტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილს განცხადებებს არადაეკვატურს უწოდებს:
"გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო, სამწუხაროდ.
დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხიდაშელმა და უსუფაშვილმა ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას პრემიერის შეცდომა უწოდეს.