ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლევან მგელაძის განცხადებით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ქალაქ ოზურგეთში არამიზნობრივად იხარჯება.
_ “აკაკი წერეთლის ქუჩაზე ასფალტზე ასფალტი დააგეს. ასევე« მინდა გითხრათ, რომ სკვერი ორად გაიჭრა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდით დეპუტატებმა“_ აღნიშნა მგელაძემ საკრებულოს სხდომის დასასრულს.
ამ განცხადების გამო, დეპუტატას ქალაქის მერმა ინტრიგანი უწოდა:
“არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. შენნაირ მდგომარეობაში მყოფი კაცი არ უნდა ინტრიგნობდეს" _ უთხრაბეგლარ სიორიძემ საკრებულოს წევრს.
ლევან მგელაძის მოსაზრებით, მერმა მას ოჯახური ტრაგედია შეახსენა.