"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო" სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს წარადგენს.
ირაკლი შიოლაშვილი 2012 წლის 28 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელად დანიშნეს, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბერიდან კახეთის გუბერნატორია.
იგი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანაკლასელი და მეგობარია.
შიოლაშვილის კანდიდატად დაყენების შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატებს დღეს პრემიერი წარადგენს.