დღეს აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.
ომში დაღუპული ბიჭების პატივსაცემად ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში საქართველოს, ევროკავშირის და ოზურგეთის დროშები დაშვებულია.
აგვისტოს ომში გურიიდან ცხრა პირი დაიღუპა: თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი (ოზურგეთი), მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე (ჩოხატაური), ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი (ლანჩხუთი).