ავსტრალიელი ჯინა რაინჰარტი მსოფლიოში უმდიდრეს ქალად დასახელდა.
ავსტრალიური საქმიანი ჟურნალის „BRW“-ის ინფორმაციით, რაინჰარტის ქონებამ 28,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც მას საშუალება მისცა, პირველობა კრისტი უოლტონის, Wall-Mart-ის სავაჭრო იმპერიის დამფუძნებლის ქვრივისთვის წაერთმია. ამ უკანასკნელის ქონება 25,3 მილიარდს აღწევს.
ჯინა რაინჰარტმა, ისევე, როგორც კრისტი უოლტონმა, ქონება მემკვიდრეობით მამისგან მიიღო. მან მადნის მომპოვებელი კომპანია „Hancock Prospecting“-ი დააარსა.
რაინჰარტმა მემკვიდრეობა 20 წლის წინ მიიღო და მას შემდეგ ქონებას აქტიურად ზრდის, რასაც ხელს უწყობს ბოლო პერიოდში მსოფლიოში სასარგებლო წიაღისეულის გაძვირება.