ბედუკაძე-ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და სუს-ს მიმართავს.
"დილა მშვიდობის, რუსული ჯარის დაკანონება / რუსულ პენსია შეპირებულო ერო ჩემო!
დილა მშვიდობის გამო-მურუსიძევებულო სასამართლო!
ეს საქართველოს კონსტიტუციაა, მგონი ჯერ არ გაუუქმებიათ?
მუხლი 26.3: "დაუშვებელია ისეთი… პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას…"
თუ ვერ მიხვდებით, მომწერეთ და აგიხსნით!"
"SOS #სუსი
#სუსი, თუ, რა თქმა უნდა, სხვა ამბებიდან გრჩებათ დრო, #ოკუპაცია, #კონსტიტუციურიწესრიგი, ქვეყნის #დამოუკიდებლობის დაცვა ისევ თქვენს მანდატშია.
"დავაკანონოთ რუსული შეიარაღებული ძალები" = დავაკანონოთ ოკუპაცია = ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას.
იქნებ თქვენ სხვაგვარად გესმით, ჩვენც გაგვაგებინეთ!"_ წერს ხიდაშელი