"ctrl, alt, delete _ ეს სამი ღილაკი მახსენდება პოლიტიკური გაერთიანება ვითომ ცენტრისტების საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით," _ წერლს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი მოწოდებების ადგილი არ არის:
"მათ კლიპში გაჟღერებული დაპირებები არის სამარცხვინო და საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან შეუთავსებელი. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი მოწოდებების ადგილი არ არის" _ წერს თალაკვაძე.