დღეს, სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში, 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრების დაკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავმა დარიკო ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პროკურატურა გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით დაინტერესდა და დაპირდა ოჯახის წევრებს, რომ ექსპერტიზის პასუხი და გამოძიების შედეგები მომავალ კვირაში გახება ცნობილი.
„ გვითხრეს, რომ მომავალ კვირას, კერძოდ კი სამშაბათს ყველაფერი გახდება ცნობილი. ვენდობი გამოძიებას. თუკი ყველაფერი არ გახდება ცნობილი, ჩემს მკვდარს დავასვენებ პოლიციასთან“, _ განაცხადა დარიკო ჯაშმა.