"როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება რჩება უპასუხოდ და არცერთ შემთხვევაში არ აღიძრა საქმე, ეს ჩემთვის პრობლემურია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უფლებების და ლეგიტიმაციის მატარებელი პირი ქვეყანაში.
როცა ასეთი პირი აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს, აუცილებლია, რომ პროკურატურამ ამაზე რეაგირება მოახდინოს“, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, პაპუაშვილის განცხადებებზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ოჯახის წევრზე გახორციელებულ ზეწოლაზე საჯარო განცხადება გააკეთა.