მთავრობა კიდევ 177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს და ისინი საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დევნილები სახლებს თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში მიიღებენ.
2012 წლის შემდეგ, 12 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და პროცესი, დევნილთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელობით, გაგრძელდება.
"დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი მოვალეობაა", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.