ახალგაზრდა რეჟისორის, თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე" ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ყოველწლიურ საერთაშორისო კინოფესტივალზე, La Cabina მიიღეებს მონაწილეობას.
„მექელეხე" ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც "ქელეხების" შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას, თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს.
"მექელეხე" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო "პრომეთე" გადასცეს. ფილმი წელს საფრანგეთში, კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი.
საერთაშორისო კინოფესტივალი La Cabina წელს, ესპანეთში, 3-13 ნოემბერს ჩატარდება.