მსოფლიოში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი Airlander 10 მეორე საცდელი ფრენის დროს დაზიანდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 92 მეტრის სიგრძის თვითმფრინავი დაშვების დროს ტელეგრაფის ბოძს დაეჯახა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეჯახების შესახებ კომენტარი კომპანიას ჯერ არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, 1-ლი საცდელი ფრენა Airlander 10 -მა 17 აგვისტოს განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თვითმფრინავს სათვალთვალო, საკომუნიკაციო და მგზავრების გადაყვანის ფუნქციები აქვს.