ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე გამოქვეყნდა.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge შეუძლიათ.
წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.