ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში, "მუსიკოსთა პარკში" სკულპუტურების დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
ინფორმაციისთვის, დღეს "ქართუს" პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი უძილაურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში "მუსიკოსთა პარკში" სკულპტურები დააზიანეს.
"დაზიანებული სკულპტურები შეკეთდება და კამერები დაემატება. ვინც მოინდომებს პარკის დაზიანებას, ვიდეოჩანაწერებს გამოვაქვეყნებ და მთელ ქვეყანაში გამოვაჭენებთ", _ წერს გიორგი უძილაური.
უძილაურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონის სკულპტურის გარდა დააზიანეს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი.