თურქეთის ქალაქ ციზრეში პოლიციის სამმართველოსთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 8 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 70 დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა თურქული მედია ქურთისტანის მშრომელთა პარტიას ადანაშაულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან დაპირისპირების გამო კომენდატის საათი რამდენჯერმე ამოქმედდა.
როგორც ცნობილია, გაერო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მოითხოვენ გამოძიებას სარდაფებში შესახლებული 100-ზე მეტი ადამიანის დაწვის გამო, ხოლო თურქეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას, რომ მომხდარი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მიმართული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქურთისტანის მშრომელთა პარტია თურქეთის უშიშროების ძალებს 2015 წლიდან, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ თავს გამიზნულად ესხმის, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.