ავსტრალიური ფრინველის, პატარა თითისტარას აგებულების მიხედვით შეიქმნა ახალი თვითმფრინავი, რომელიც წყალბადის მეშვეობით იფრენს.
ის შეძლებს დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე დამატებითი საწვავის გარეშე მისვლას.
თვითმფრინავი სრულიად გამორთული ძრავებით ან მცირე სიმძლავრით იფრენს. სრულ სიმძლავრეზე წყალბადის ძრავები მხოლოდ აფრენისას, სიმაღლის აღებისას ან განსაკუთრებული შემთხვევების დროს იმუშავებს.
ეს ახალი გამოგონება ნაკლებად დააბინძურებს გარემოს. თუმცა ამ უნიკალურ თვითმფრინავს მნიშვნელოვანი ნაკლიც გააჩნია. თვითმფრინავი არ არის საკმაოდ მდგრადი, ანუ პილოტს გამუდმებით მოუწევს აპარატის გასწორება, რაც დისკომფორტს შეუქმნის მგზავრებს.
უნიკალური ეკოლოგიური თვითმფრინავის გამოგონება ამერიკელ დიზაინერს, უილიამ ბრაუნს ეკუთვნის, რომელმაც თავისი ქმნილება მფრინავი აპარატების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას „Lockheed Stratoliner“-ს მიუძღვნა და სწორედ ეს სახელწოდება მისცა თავის თვითმფრინავსაც.