შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სვანეთში, თეთნულზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები გადაარჩინეს.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სვანეთში, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2 ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა", _ ამბობენ შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს, მთაში წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, უკვე 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.